Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ იუვენტუსთან რონალდუს თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო

რამდენიმე გავლენიანი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, პსჟ-მ იუვენტუსთან კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალი პსჟ-დან კილიან მბაპეს ტრანსფერზე საგრძნობლად გააქტიურდა. მბაპეს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა, პარიზელებს ახალგაზრდა ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევთ, მის ჩანაცვლებას კი სწორედ რონალდუთი გეგმავენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პსჟ-მ და იუვენტუსმა ტრანსფერზე მოლაპარაკებები წამოიწყეს და მაქს ალეგრი ლეგენდარული პორტუგალიელის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ არის.

ჟურნალისტი პაოლო ნონმოლო იმასაც ამტკიცებს, რომ თუ კრიშტიანუ გუნდს დატოვებს, ბიანკონერის მთავარი სამიზნე მემფის დეპაი იქნება.