Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ იუვეს და რომას სამიზნის გაყიდვა გადაწყვიტა

ფრანგული ცამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, პსჟ-მ იუვენტუსის და რომას სატრანსფერო სამიზნის მაურო იკარდის გაყიდვა გადაწყვიტა და არგენტინელ ფეხბურთელს სერია ა-ში დაბრუნება სურს.

პარიზელებმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი დაიმატეს და ფინანსური ბალანსის შესანარჩუნებლად მათ ფეხბურთელების გაყიდვაც მოუწევთ, იკარდი კი გუნდის გეგმებში არ შედის და წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.

პსჟ 28 წლის ფორვარდს 35-40 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ არ არის გამორიცხული იუვენტუსმა მის სანაცვლოდ პარიზელებს კრიშტიანუ რონალდუ შესთავაზოს, რომლის მომავალიც ტურინულ გრანდში ჯერ გაურკვეველია.