Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ-მ კულიბალი დაივიწყა და შკრინიარი მოინდომა

ფრანგულმა გრანდმა ნაპოლის უკანახაზელის,კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 110 მილიონი ევროს გადახდა იუარა და მის ალტერნატივას ინტერში მიაგნო.

პსჟ-დან ტიაგო სილვა და 18 წლის ტანგუ კუსაი თავისუფალი აგენტის სტატუსით  მიდიან და გუნდს მათი შემცვლელი სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა,რომ ნაპოლი კულიბალის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს ითხოვდა და ფასის დაკლებას არ აპირებდა,რის გადახდასაც პსჟ არ აპირებს,ამიტომ სენეგალელი ფეხბურთელის გაფორმების მცდელობას თავი დაანება და ყურადღება მილან შკრინიარზე გადაიტანა.

თუმცა,არც ინტერის უკანახაზელის გაფორმება ადვილი საქმე.მიუხედავად იმისა,რომ ინტერის ხელმძღვანელობა შკრინიარის გაყიდვას არ აპირებს,მისი გაფორმების მსრუველები მაინც საკმაოდ ბევრნი არიან.პსჟ-ს გარდა სლოვაკი ცენტრალური მცველის შეძენის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა,მანჩესტერ სიტიმ და ბარსელონამ გამოთქვეს.

25 წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.ინტერმა მის სანაცვლოდ 2017 წელს 34 მილიონი ევრო სამპდორიას გადაუხადა.

Leave a Reply

Your email address will not be published.