პსჟ-მ ტიაგო სილვას შემცვლელს ფიორენტინაში მიაგნო

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ,პარიზულ გრანდს ტიაგო სილვა და ტანგუ კუასი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.

აქედან გამომდინარე,გუნდის სპორტული დირექტორი ცენტრალური მცველის ძიებაშია და ლეონარდო თავისთვის კარგად ნაცნობ სერია ა-ს,კერძოდ კი ფიორენტინას მიადგა,მას ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმება უნდა.

ფრანგული მედიის მტკიცებით,პარიზელები ფეხბურთელის აგენტს,ფალი რამადანის უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.ფიორენტინას ფეხბურთელის გაშვება არ სურს,თუმცა მილენკოვიჩს იებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და თუ მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდებიან,იტალიელები მის გაყიდვას განიხილავენ,სერბი უკანახაზელის სატრანსფერი ღირებულება 25-30 მილიონი ევროა და მის გაფორმებას მილანური გუნდები უკვე ცდილობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.