Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ-მ შკრინიარის ტრანსფერზე ბოლოჯერ გაიბრძოლა

Tuttomercato-ს ინფორმაციით, პსჟ-მ შკრინიარის გაფორმება ბოლოჯერ სცადა და ინტერს ფეხბურთელის იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ფრანგული გრანდი ტიაგო სილვას შემცვლელის ძიებაშია და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რომელიც ხვალ, 23:59 საათზე იხურება, ცენტრალური მცველის დამატებას ცდილობს.

პარიზელები მზად იყვნენ, ფეხბურთელის იჯარის გასვლის შემდეგ ის 45 მილიონ ევროდ გამოესყიდათ, თუმცა ინტერს მინიმუმ 50 მილიონის მიღება სურთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გამოსყიდვა სავალდებულო იქნება და როგორც ჩანს, 25 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც ნერაძურის რიგებში გაატარებს.