Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-მ ჰაკიმისთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

იტალიურ და ფრანგულ მედიაში აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერის შესახებ ცნობები არ წყდება და გავრცელებული ინფორმაციით, მოროკოელმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჰაკიმის ხელფასი პსჟ-ში 5 მილიონი ევროდან 8 მილიონამდე გაიზრდება და ის საფრანგეთში 2026 წლამდე დარჩება.

პსჟ ინტერს ჰაკიმის სანაცვლოდ ჯერჯერობით 60 მილიონს სთავაზობს, თუმცა წყაროს ცნობით, ინტერს მინიმუმ 70 მილიონი ევრო სურს, რასაც მომავალში სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

გათიშვა