Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ნაპოლის ნახევარმცველს უმიზნებს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზაფხულში პსჟ ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაპოლის ფაბიან რუისი იქნება.

გამოცემა Canal Supporters-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი ნაპოლის ფაბიან რუისის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

რუისს ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თუ პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს, დე ლაურენტისს ფეხბურთელსი გაყიდვა მოუწევთ.

პსჟ-ს გარდა, ფაბიან რუისის სახელი მადრიდის რეალის, ბარსელონას და ატლეტიკოსაც დაუკავშირეს.

გათიშვა