პსჟ პელეგრინის გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

რომას სპორტულმა დირექტორმა,ჯანლუკა პეტრაჩიმ განაცხადა,რომ გუნდს ლორენცო პელეგრინის შენარჩუნება სურთ.

თუმცა,23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და პსჟ-ს მიერ შეთავაზებული გაორმაგებული ხელფასი და მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით თამაშის შესაძლებლობა,შესაძლოა ფეხბურთელისთვის ზედმეტად მომხიბვლელი წინადადება აღმოჩნდეს.

რომა და პელეგრინი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მსჯელობენ,თუმცა დედაქალაქელების ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ფეხბურთელს ხელფასის მომატებას ვერ ჰპირდებიან.

ამჟამად ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და პსჟ-მ მზადყოფნა გამოთქვა,რომ ეს თანხა გააორმაგოს და ძირითად შემაგენლობაში ადგილსაც შეპირდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.