Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ რონალდუს ტრანსფერზე გააქტიურდა

კორონა ვირუსის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის გამო კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ხმები საკმაოდ აქტუალური იყო, თუმცა პორტუსთან განცდილი ფიასკოს შემდეგ კრიშტიანუს ტურინიდან წასვლა უფრო რეალური გახდა.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება და მზად არის 36 წლის ვეტერანს იუვენტუსის მსგავსად სეზონში 31 მილიონი ევრო გადაუხადოს…

რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და მომავალი ზაფხული ტურინელებისთვის მისი გაყიდვის ბოლო შანსი იქნება.

გათიშვა