პსჟ-ს არტურის იჯარით აყვანა სურს
ჯიჯო დონარუმას და აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, პსჟ სერია ა-დან კიდევ ერთი ფეხბურთელის, ამჯერად იუვენტუსის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.
ბოლო დღეებში პარიზული გუნდის მხრიდან არტურ მელოს მიმართ ინტერესზე არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგებს ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურთ.
არტური ალეგრის გეგმებში არ შედის და იუვე მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა თუ მის კონტრაქტში იჯარის შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჩაიწერება. ტურინელები არტურის სანაცვლოდ 50-55 მილიონს ითხოვენ, პსჟ კი თანხის შესამრიცებლად ტრანსფერში მიტჩელ ბაკერის ჩართვას ითხოვენ, რომლის სახელმაც იუვენტუსთან მიმართებაში ბოლო კვირეებში არაერთხელ გაიჟღერა.