Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს ახალი წინადადება შკრინიარს…

პსჟ ინტერის მცველის მილან შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და სლოვაკს გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატას მისი შენარჩუნება სურს. ნერაძური მას ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელფასის 6.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს, რაც შკრინიარს არ აკმაყოფილებს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, პსჟ შკრინიარს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს, რასაც ერთჯერადი ბონუსის სახით 12 მილიონი ევრო დაემატება, თუ ის ზაფხულში პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.