Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს გაუმჯობესებული წინადადება ინტერს…

ინტერი და პსჟ მილან შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და ბენეამატას იმედი აქვს, სლოვაკი ფეხბურთელის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოახერხებს, რაც გუნდს შკრინიარის უფასოდ დაკარგვას აარიდებს თავიდან.

FcInterNews-ის ცნობით, პსჟ-მ შკრინიარის სანაცვლოდ წინადადება 13 მილიონ ევრომდე გაზარდა, ნერაძური კი მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებს.

წყაროს ცნობით, ინტერი პარალელურად შკრინიარის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და ბოლო საათებში ბენეამატა ატალანტას უკანახაზელის მერიჰ დემირალსი ტრანსფერზე გააქტიურდა.