Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს გუნდში ლეგენდარული დუეტის შექმნა სურს

ესპანური გამოცემა Diario AS-ს ინფორმაციით, პსჟ-ს გუნდში ლეო მესი-კრიშტიანუ რონალდუს დუეტის ხილვა სურს და მზად არის ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონის ბოლოს გაიფორმოს.

რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეებმა ახალი ხელშეკრულება გააფორმონ, შესაბამისად პარიზელებს მისი უფასოდ დამატება შეეძლება

კრიშტიანუ პსჟ-ში დიდი ალბათობით კილიან მბაპეს შემცვლელი იქნება, რომელსაც პარიზელებთან რონალდუს მსგავსად 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას მადრიდის რეალში გადასვლა სურს.