Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ-ს და სიტის დრო ეწურებათ…

ნაპოლიმ კულიბალის ტრანსფერის მოსაგვარებლად მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს დრო კვირის ბოლომდე მისცა.

ორივე გუნდთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გრძელდება, თუმცა ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 75 მილიონი ევროს შეთავაზება ჯერჯერობით ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და იმ შემთხვევაში, თუ კვირის ბოლომდე გუნდები პარტენოპეის შესაბამისი წინადადებით არ მიმართავენ, კულიბალი მარკეტიდან მოიხსნება და ის გუნდში დარჩება.

ჯერჯერობით  ყველაზე სარფიანი წინადადება ნაპოლიმ მანჩესტერ სიტისგან მიიღო. ქალაქელები დე ლაურენტისს ბონუსების ჩათვლით 70 მილიონ ევროს უხდიდნენ, რაზეც უარი მიიღეს…

Leave a Reply

Your email address will not be published.