Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ-ს დირექტორმა რონალდუს საფრანგეთში გადაბარგება არ გამორიცხა

ბოლო პერიოდში რონალდუს იუვენტუსიდან წასვლაზე ბევრი დაიწერა და მისი შეძენის ყველაზე რეალურ კანდიდატად პსჟ მოიაზრება.

„თუ რონალდუ ერთ დღეს გაიღვიძებს და გადაწყვეტს, რომ მას ახალ გუნდში სურს გადასვლა, მას სულ 5 ან 6 ვარიანტი ექნება და პსჟ აუცილებლად მათ შორის არის. ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე კონკრეტული სამიზნეები გვყავს, თუმცა ზოგჯერ მოულოდნელი ტრანსფერებიც ხდება.“