პსჟ-ს კიდევ ერთი წინადადება ინტერს…
პსჟ ინტერიდან მილან შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფრანგული წყაროების ცნობით, პარიზელები უახლოეს საათებში იტალიურ გრანდს კიდევ ერთი წინადადებით მიმართავენ.
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ახალი შეთავაზება 60 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც ბონუსების სახით მომავალში 5 მილიონი დაემატება.
ინტერი შკრინიარის სანაცვლოდ გარანტირებულ 70 მილიონს ითხოვს, თუმცა იმის გამო, რომ იუვენტუსი გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე გააქტიურდა, ბენეამატამ შესაძლოა პსჟ-ს წინადადება მიიღოს და ტორინოსთან ბრაზილიელი უკანახაზელის თაობაზე საერთო ენის გამონახვა მაქსიმალურად მოკლე დროში სცადოს…