Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს კულიბალიც სურს…

პსჟ-მ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად თვალი ნაპოლის ცენტრალურ მცველს კალიდუ კულიბალის დაადგა.

სერხიო რამოსის ტრავმის გამო, რომელიც მოედანზე მინიმუმ 2 თვე ვერ დაბრუნდება, პარიზელები ცენტრალური მცველის ძიებაში არიან და Tuttosport-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

წყაროს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს.