პსჟ-ს მცველი ინტერის სატრანსფერო სიაში
ინტერი მილან შკრინიარის პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, მათ სატრანსფერო სიაში ამჯერად პსჟ-ს უკანახაზელი პრესნელ კიმპემბეს ტრანსფერით ინტერესდება.
27 წლის ფრანგ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პარიზულ გუნდში არც თუ ისე ბევრი სათამაშო დრო ეძლევა, მილან შკრინიარის პსჟ-ში გადაბარგების შემთხვევაში კი, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მისი მნიშვნელობა გუნდში კიდევ უფრო შემცირდება.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერმა 27 წლის ფეხბურთელის თაობაზე, რომელსაც კონტრაქტი პსჟ-სთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.