პსჟ-ს ნაპოლის ნახევარმცველი სურს
ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, პსჟ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ფრანგული გრანდის ერთ-ერთ მთავარი სამიზნე ფაბიან რუისი იქნება.
აურელიო დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ გუნდიდს ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდვაზე დაფიქრდება, თუ მის სანაცვლოდ დაინტერესებული მხარე სარფიანი წინადადებით მიმართავს, პსჟ კი ფინანსურად ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და 24 წლის ფეხბურთელში ნაპოლის მიერ მოთხოვნილი 55-60 მილიონი ევროს გადახდა არ უნდა გაუჭირდეს…
გამოცემის ინფორმაციით, ფრანგებს ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა ფეხბურთელის აგენტს მათი ინტერესის შესახებ უკვე აცნობეს.