პსჟ-ს პრეზიდენტი იტალიაშია და შკრინიარის ტრანსფერის შეთანხმებას ცდილობს
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასარ ალ-ხელაიფი მილანში პირადად ჩაფრინდა, სადაც ინტერის წარმომადგენლებს შეხვდება და მილან შკრინიარის ტრანსფერთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას ეცდება.
L’Equipe-ს ცნობით, პარიზელები ინტერს შკრინიარის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რასაც ბონუსების სახით 5 მილიონი ევრო დაემატება.
Sky Sport-ის ცნობით კი თუ ინტერმა შკრინიარი გაყიდა, ბენეამატა ატალანტადან მერიჰ დემირალის გაფორმებას ეცდება.