Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს სკამაკას ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სასუოლოს იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა გუნდმა, ვესტ ჰემმა გამოთქვა.

სკამაკას გასული დღეების განმავლობაში აქტიურად პსჟ-ს უკავშირებდნენ, თუმცა პარიზელები ნეროვერდის დაახლოებით 40 მილიონს სთავაზობენ, იტალიელებს კი 50 მილიონი ევროს მიღება სურთ.

დი მარციოს ცნობით, ვესტ ჰემის პირველი წინადადება დაახლოებით 45 მილიონი ევრო იქნება და არ არის გამორიცხული, რომ სკამაკამ კარიერა ინგლისში გააგრძელოს.