Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ტეო ერნანდესს არ ეშვება

მილანის მცველი პსჟ-ს სატრანსფერო რადარზე უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება და ფრანგები მის გაფორმებაში დარწმუნებულები არიან.

მილანის წარუმატებელი სეზონის მიუხედავად,ერნანდესი მილანის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.მან მიმდინარე სეზონში 6 გოლის გატანა მოახერხა,რაც გუნდში მეორე მაჩვენებელია.

ტეო ერნანდესის წასვლა არც მისმა აგენტმა გამორიცხა:

„ინტერესი ტეოს მიმართ?ის სერია ა-ში საუკეთესო მცველია და რა თქმა უნდა,მისი გაფორმება ბევრ გუნდს სურს,ვნახოთ რა მოხდება.“

ფრანგული მედიის მტკიცებით,მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და დიდი ალბათობით,ტრანსფერს წინ ვერაფერი დაუდგება,თუმცა პსჟ-ს იკარდის ყიდვის შემდეგ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს,რომ ფინანსები მოიძიოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *