Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს უარი იუვენტუსს…

იტალიური წყაროების ცნობით, პსჟ-მ ტურინის იუვენტუსის წინადადება მაურო იკარდის ტრანსფერთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა.

ბიანკონერი ზამთარში ფორვარდის დამატებას გეგმავს, თუმცა მათ იაფიანი ვარიანტი სურთ და იკარდის იჯარით დამატება ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ტურინელებს სხვა სამიზნეების ძებნა მოუწევს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, პსჟ იკარდის გაშვების წინაარმდეგი არ არის, მაგრამ მათ ფეხბურთელის გაყიდვა სურთ და მისი იჯარით გაშვება პარიზული გუნდის გეგმებში არ შედის…