Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, მათ შორის იუვენტუსის სამიზნეც არის…

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაახლოებით 100 მილიონი ევროს გამომუშავება მოუწევს, რომ Fair Play-ს წესები არ დაარღვიოს, ამიტომ ფრანგებს არაერთი ფეხბურთელის ნაჩქარევად, ანუ იაფად გაყიდვა მოუწევთ.

პსჟ-ს ზაფხულში ფეხბურთს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, როდესაც მათ ჯიჯო დონარუმა, ლეო მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი და ჟორჟინიო ვეინალდუმი დაიმატეს, თუმცა გაყიდვებიდან მათ მხოლოდ 9 მილიონი მიიღეს.

გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, პსჟ ზამთარში ტრანსფერზე მაურო იკარდის, რაფინიას, იულიან დრაქსლერს, აბდოუ დიალოს, ტილო კეჰრერს, ლევინ კურშავას და სერხიო რიკოს დააყენებს და Sky Sport Italia-ს ცნობით, ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან შესაძლოა სერია ა-ში არაერთი მათგანი ვიხილოთ.