Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ-ს ფლორენცი 9.5 მილიონი დაუჯდება

რომას მარჯვენა მცველის, ალესანდრო ფლორენცის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე ახალი დეტალები ვრცელდება.

რამდენიმე საათის წინ ერთდროულად რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლორენცის ტრანსფერზე რომამ და პსჟ-მ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

ფრანგული გუნდი რომას ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 500,000 ევროს გადაუხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ფლორენცი საფრანგეთში უახლოესი საათების განმავლობაში გაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

Leave a Reply

Your email address will not be published.