Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ-ს ჩალჰანოღლუს გაფორმება სურს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ ზაფხულში ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატებას შეეცდება.

თურქი ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე მილანთან დაახლოებით 2 თვე დარჩა, მაგრამ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ჩალჰანოღლუ თავიდან 6 მილიონს ითხოვდა, შემდეგ კი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5 მილიონი მოითხოვა, მაგრამ როსონერი სეზონში 4 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, პსჟ მზად არის ფეხბურთელს და მის აგენტს ისეთი პირობები შესთავაზოს, რომელიც მათ დააკმაყოფილებს და თურქი ფეხბურთელი ზაფხულში უფასოდ დაიმატოს.

გათიშვა