Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ტეოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს…

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პსჟ-მ მილანს ტეო ერნანდესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც მალდინისგან კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა როსონერი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ს წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან ხშირ კონტრაქტზე არიან და მისი მოთაფლვა წარმოუდგენელი ხელფასით სურთ.

ტეოს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მისი წლიური გასამრჯელო 1.5 მილიონი ევრო გახლავთ, პსჟ კი მას სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონ ევროს სთავაზობს…

ფრანგების სურვილის მიუხედავად, მილანი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მარტივა არ შეელევიან და 80 მილიონზე ნაკლები წინადადების განხილვას არც კი აპირებენ.