Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ტეოს ხელფასის გასამმაგებას ჰპირდება…

პსჟ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელის დამატების შემდეგ, ამჯერად თვალი მილანის მარცხენა მცველს ტეო ერნანდეს დაადგა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან ფრანგ ფეხბურთელს მილანში ამჯამინდელი ხელფასი – 1.5 მილიონი ევრო გაუსამმაგონ და სეზონში 5 მილიონი ევრო გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, როსონერიმ კონტრ-ზომები უკვე მიიღო და ფეხბურთელის აგენტთან შეხვედრა ჩანიშნა, რომელზეც მილანი ტეოს ხელფასის გაზრდას 4 მილიონ ევრომდე შესთავაზებს.

SportMediaset-ის მტკიცებით, თუ პსჟ-მ ფეხბურთელის დათანხმება მაინც მოახერხა, მილანი მზად არის ტეოს სანაცვლოდ მიღებული 60-მილიონიანი წინადადება განიხილოს…