Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ შკრინიარის სანაცვლოდ წინადადებას გაზრდის და ტრანსფერს დახურავს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ინტერსა და პსჟ-ს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც პარიზელები მილან შკრინიარის ტრანსფერის თაობაზე გაუმჯობესებულ წინადადებას წარადგენენ და დიდი ალბათობით მხარეები შეთანხმდებიან.

La Repubblica-ს ინფორმაციით, პსჟ, რომელიც აქამდე სლოვაკის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდა, შეთავაზებას 70 მილიონამდე გაზრდის, რაც ნერაძურის მოთხოვნა იყო.

შკრინიარის გაყიდვის შემდეგ, ინტერი ტორინოს უკანახაზელის ბრემერის ტრანსფერზე გააქტიურდება, რომელთანაც პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს.