Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პსჟ ჩალჰანოღლუს სანაცვლოდ 40 მილიონს იხდის, თუმცა…

ესპანური გამოცემა TF-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ ჰაკან ჩალჰანოღლუს გაფორმების სურვილი პსჟ-მაც გამოთქვა და მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მაგრამ, Calciomercato-ს მტკიცებით, თურქმა ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ მოთხოვნილი 6 მილიონი ევრო შეამცირა და დიდი ალბათობით მხარეები ახალ ხელშეკრულებას უახლოეს კვირეებში გააფორმებენ, ჰაკანის ხელფასი კი სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით 4 მილიონი ევრო იქნება.