Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პსჟ ჰაკიმის ტრანსფერის დახურვაც ცდილობს

იტალიური მედიის ცნობით, პსჟ ინტერს საბოლოო წინადადებას უმზადებს და იმედი აქვს, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დახურავს.

პსჟ-მ ჰაკიმისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის პარიზულ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 8 მილიონს მიიღებს.

Il Giornale-ს ცნობით, პსჟ-მ ინტერს 70 მილიონი შესთავაზა, თუმცა ნერაძური 80 მილიონს ითხოვს და ახალი წინადადება დაახლოებთ 75 მილიონი და ბონუსები იქნება, რომელზეც ბენეამატა უარს აღარ იტყვის.