Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პუიოლი:“ მალდინისთან ერთად მილანში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი“

ბარსელონას ლეგენდამ და თავისი გენერაციის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, კარლეს პუიოლმა, რომლის ანგარიშზეც კატალონიურ გრანდში ჩატარებული 593 შეხვედრა და 18 ტიტულია განაცხადა, რომ ის მილანში მალდინისთან ერთად დიდ ისიამოვნებით ითამაშებდა.

„ბედნიერი ვიქნებოდი, მილანში მალდინისთან ერთად თამაშის საშუალება რომ მქონოდა. ის ჩემი კუმირი არის. კარიერის იტალიაში დასრულება ძალიან კარგი იქნებოდა.

„როსონერი აუცილებლად დაბრუნდება. შესაძლოა ახლა გუნდს მძიმე პერიოდი უდგას, თუმცა ჩვენ ძველებულ მილანს სულ მალე ვიხილავთ.“