Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგი:“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“

სევილიასთან ფინალის წაგების შემდეგ, კომენტარი ინტერის პრეზიდენტმა, სტივენ ჟანგმა გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელთა შრომამაც ფეხბურთის გაგრძელების საშუალება მოგვცა. მინდა ეს მატჩი მათ შრომას მიეძღვნას.

„თამაშს რაც შეეხება, თუ ჩვენს სეზონს გადავხედავთ, საერთო ჯამში საკმაოდ პოზიტიური წელი გამოვიდა. ჩვენ ევროპა ლიგის ფინალში გავედით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. რამდენიმე წლის წინ ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით.

„მოგება და წაგება ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ფინალში გასვლა ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს.

„ახლა გუნდი რამდენიმე დღე დამსახურებულად დაისვენებს, შემდეგი რამდენიმე კვირა კი გუნდის მომავალზე ვიფიქრებთ. ჩვენი მიზნები არ შეცვლილა, ჩვენ გვსურს, რომ პროგრესირება გავაგრძელოთ.

„სტაფი, მწვრთნელი და ფეხბურთელები შექებას იმსახურებენ. მომავალზე კი რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.