Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგის დავალება ინტერის დირექტორებს…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სტივენ ჟანგმა გუნდის დირექტორებს და კონტეს განუცხადა, რომ ნერაძურის პროექტი გრძელდება, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას ხარჯების შემცირება სთხოვა.

ნერაძური სკუდეტოს მოპოვების აღნიშვნას განაგრძობს, მაგრამ გუნდის ფინანსური პრობლემები არსად გამქრალა და Suning-ი ახალი ინვესტორების ძებნას განაგრძობს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს და გუნდის სტაფს ხელფასები დაგვიანებით ჩაერიცხებათ, ნერაძურის კი სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების გასაფორმებლად სხვა მოთამაშეების გაყიდვა მოუწევს.

ანტონიო კონტემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებდა, თუმცა ჯერჯერობით მისი პოზიცია უცნობია…

გათიშვა