Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგი:“ ინტერის ამბიციური პროექტი გრძელდება“

ლენოვოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფინანსური სირთულეების მიუხედავად ნერაძური წინსვლას აგრძელებს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინტერის ტექნიკური პარტნიორი ლენოვო გახდა და კომპანიის ლოგო ჩვენი მაისურების უკანა მხარეს დაამშვენებს. მაისურზე, რომელზეც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონების ფარი გამოისახება.

„ინტერს და ლენოვოს დიდი ისტორია და ამბიციური მომავლის ხედვა აერთიანებთ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ამბიციურ პროექტში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, ჩვენ თანამგზავრი ლენოვო იქნება. Forza Inter და Forza Lenovo.”