Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგი:“ ინტერმა შრომის ღირებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა“

სტივენ ჟანგი გახდა ინტერის პირველი არა-იტალიელი პრეზიდენტი, რომელმაც სერია ა-ს ტიტულის მოგება მოახერხა.

„ეს თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობას იღებდა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

„პირველ რიგში ყველაზე დიდი მადლობა გუნდის ქომაგებს ეკუთვნით, შემდეგ სტაფს, კონტეს და ფეხბურთელებს, რომლებმაც დაუღალავდ იმუშავეს და ინტერს უმნიშვნელოვანესი ტიტული მოაპოვებინეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო მამაჩემს და მასიმო მორატის, რომელმაც მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ემოციური თვალსაზრისით უდიდესი დახმარება გამოწია. სწორედ მისი დახმარებით გავაანალიზე, თუ რას ნიშნავს იყო ინტერისტა.

„ეს გამორჩეული დღეა, კროტონესთან მატჩის შემდეგ მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ასეთ შედეგს ვერც კი წარმოვიდგენდი და მათ მადლობა გადავუხადე. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ბოლო წლებში გუნდის თითოეულმა წევრმა ძალიან ბევრი იმუშავა და ეს წარმატება სწორედ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, მე იმ ემოციებს, რომელსაც ახლა განვიცდი, ვერც კი ავღწერ.

„მინდა ჩვენს ქომაგებს მილანიდან, იტალიიდან და მთელი მსოფლიოდან ვუთხრა, რომ ეს სკუდეტო თქვენ გეძღვნებათ და იმედი გვაქვს, რომ ტიტული თქვენ სიხარულის და სიამაყის გრძნობას მოგიტანთ.

„გუნდის პროექტი და ინტერის ხედვა იგივეა, რაც 100 წლის წინ იყო. ჩვენი მიზანი პოზიტიური ენერგიის გავრცელება, ინოვაციების დანერგვა და იმ ადამიანების გახარებაა, რომლებსაც ეს კლუბი მთელი გულით უყვართ.“