Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგი:“ ინტერს ახალი სტადიონი სჭირდება“

ინტერის პრეზიდენტი ფინანსური კრიზისის მიუხედავად ახალი სტადიონის იმედს არ კარგავს და მისი მნიშვნელობა კარგად იცის.

„სკუდეტოს მოგება ძალიან კარგი გრძნობა იყო, ჩვენ ძლიერ მეტოქეებს ვაჯობეთ, მათ შორის მას, რომელიც ტიტულს ზედიზედ 9 წლის განმავლობაში იგებდა. იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, როდესაც მთელი ქალაქი ბედნიერია და ზეიმობს, განსაკუთრებით პანდემიის მომენტში, როდესაც ასეთი წუთები ყველაზე მეტად გვჭირდება.

„ჩვენ ინტერში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ როგორც ფინანსური, ასევე მენტალური და ტიტულის მოგებაც მოვახერხეთ. ინტერის დონის გუნდი ყოველთვის ტიტულებისთვის უნდა იბრძოდეს და სკუდეტო იმის კიდევ ერთი საბუთია, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ.

„თუმცა ამაზე გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ ახალი სტადიონი გვჭირდება. ინოვაციური სტრუქტურა გუნდისთვის, რომელსაც ქომაგებისთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზება შეეძლება. ამის გარეშე ჩვენ ევროპის სხვა გუნდების უკან დავრჩებით, რომლებსაც ასეთი სტადიონები უკვე აქვთ.“