Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგი:“ კონტე მართალი იყო, ლუკაკუ გამორჩეულია…“

ინტერის პრეზიდენტის სტივენ ჟანგის თქმით, ანტონიო კონტე მართალი იყო, როდესაც რომელუ ლუკაკუს გაფორმებას ითხოვდა.

ნერაძურიმ ლუკაკუ 2019 წელს მანჩესტერიდან 75 მილიონ იევროს სანაცვლო გაიფორმა და ბელგიელი ფორვარდი ანტონიო კონტეს გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა, რომელმაც ინტერს სკუდეტო მოაგებინა და სერია ა-ს გასული სეზონის MVP გახდა.

„ლუკაკუ გამორჩეულია, არა მარტო როგორც ფეხბურთელი, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს, რამედ როგორც ადამიანი.

„მას ძალიან დიდი გული აქვს, ყველასთან მეგობრული, ზრდილობიან და კეთილია, ყველას დიდი პატივისცემით ექცევა. ასეთი კარგი ადამიანის პოვნა მარტივი არ არის.

„მახსოვს, ორი წლის წინ ანტონიო კონტე მის გაფორმებას კატეგორიულად ითხოვდა, რაც მისი ფასის გამო მარტივი არ იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის მართალი აღმოჩნდა.“