Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგი:“ კონტე ნამდვილი ლიდერი და უდიდესი პროფესიონალია“

ინტერის პრეზიდენტმა გუნდის მეწილეების შეკრების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გასულ სეზონში ჩვენ ძალიან ამბიციური პროექტი დავიწყეთ. ჩვენ გვსურს, რომ ინტერი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია და ჯუზეპე მაროტას გუნდში მოსვლა ამაში ძალიან დაგვეხმარება.

„კონტეს რაც შეეხება, ის ინტერში მოვიდა, რომ ჩვენს პროექტს გაძღოლოდა და ანტონიო მოსვლისთანავე ლიდერი გახდა. ის უდიდესი პროფესიონალია, რომელსაც შესანიშნავი თვისებები აქვს და ვიცი, რომ ის ამ მისიის შესრულებას მოახერხებს.

„ჩვენ გასულ სეზონში 10 წლის შემდეგ ევროპული ფინალი ვითამაშეთ და ეს სწორედ ის დონეა, სადაც ინტერის ადგილია. ნებისმიერ თამაშში, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ინტერის მთავარი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. ჩვენი მიზანი ნათელია, გვსურს, რომ თამაშიდან თამაშამდე განვითარდეთ და მილიონობით გულშემატკივარი გავახაროთ.“