Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგი:“ მესი ჩვეი მიზანი არასოდეს ყოფილა“

სტივენ ჟანგმა ინტერის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეო მესი მათ ინტერესთა სფეროში არასოდეს ყოფილა.

„ფეხბურთში, როგორც სხვა ყველა სფეროში, ახლა ძალიან რთული და უცნაური სიტუაციაა. პანდემიის შედეგს ჩვენ არა მხოლოდ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, არამედ კიდევ რადმენიმე წლის განმავლობაში დავინახავთ. გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოგვიწევს.

„კონტე? მე ასეთი შრომისმოყვარე ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ის გამარჯვების მოსაპოვებლად მუხლჩაუხრელად შრომობს და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც აიძულებს, რომ საქმეს ყურადღებით და მონდომებით მიუდგნენ. მის წასვლაზე ინფორმაცია მედიის გაბუქებული მორიგი ჭორი იყო. ჩვენ ამ თემაზე მართლაც ვისაუბრეთ, თუმცა ყოველგვარი კონფლიქტის და დაძაბულობის გარეშე.

„მესი? ჩვენთვის ამ ეტაპზე ასეთი ტრანსფერის განხორციელება ჩვენს ინტერესში არ ჯდება. გუნდისთვის ახლა მთავარი სტაბილური ზრდა, ინოვაციური მიდგომა და ეკონომიკური სტაბილურობაა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.