Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგი:“ ჩვენი გეგმები არ შეცვლილა“

ინტერის პრეზიდენტის თქმით, გუნდი ანტონიო კონტეს ბოლომდე ენდობა და ნერაძურის მიზნები მიმდინარე სეზონში უცვლელი რჩება.

„ჩვენ სეზონის სტარტამდე ვიცოდით, რომ ძალიან უცნაური და რთული სეზონი გვექნებოდა, რომელშიც არაერთ სირთულეს წავაწყდებოდით.

„ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ სირთულეებს მონდომებით და გამბედაობით შევხვედროდით. ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, ინტერის თითოეული წევრი მზად არის, რომ გუნდის საკეთილდღეოდ ყველაფერი გააკეთოს და ჩვენ ერთად ამას შევძლებთ.“