Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგი:“ ჩვენ კონტეს გაშვება მოგვიწია“

ინტერის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ანტონიო კონტეს გუნდიდან წასვლის მიზეზებზე და სიმონე ინძაგიზე ისაუბრა.

„კორონა ვირუსმა გასულ 2 სეზონში დიიდ გუნდებისთვის წარმოუდგენელი ფინანსური სირთულეები შექმნა, მათ შორის ინტერისთვისაც. საერთო დანაკარგმა 2 მილიარდ ევროს მიაღწია.

„ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ ჩვენი გეგმების გადახედვა და რესურსების სხვაგან ძებნა მოგვიწია. მედიაში ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენ მათ უარყოფას ყოველდღე ვერ დავიწყებდით.

„კონტე ? ინტერში მოსვლის შემდეგ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ კონტე გუნდის პროექტისთვის საუკეთესო მწვრთნელი იქნებოდა და 2 წლის წინ, ჩვენი მისი მოყვანა მოვახერხეთ. მე კვლავ მჯერა, რომ კონტე გამარჯვებული მწვრთნელია, სწორედ ამიტომ ჩვენ მასში და გუნდში დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ.

„პანდემიამ კონტესთან ერთად გატარებული პირველი სეზონის შემდეგაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა, მაგრამ ჩვენ პროექტის გაგრძელება გადავწყვიტეთ, რადგან ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. საბოლოოდ ჩვენ ეს მოვახერხეთ, თუმცა პანდემიით გამოწვეული ზარალი ზედმეტად დიდი გამოდგა, ამიტომ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია იმისა, რომ ხარჯები შევამციროთ, რაც რა თქმა უნდა გავლენას სატრანსფერო სტრატეგიაზეც მოახდენდა.

„გუნდს და კონტეს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჰქონდათ, ამიტომ ჩვენი გზები გაიყო. ის, რაც კონტესთვის ფუნდამენტალური არ იყო, გუნდისთვის ეს ფაქტორები ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ და პირიქით. კონტე ტოპ მწვრთნელია, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მე პირველ რიგში გუნდის სოლიდურობაზე და უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქრო.

„ინძაგის რაც შეეხება, მან თავისი დიდი პროფესიონალიზმი, ხარისხი და ფეხბურთის შესანიშნავი ცოდნა უკვე გამოავლინა, რასაც დიდი გამოცდილებაც ემატება, ჩვენ კი ახლა სწორედ ეს თვისებები გვჭირდება.

„მან გუნდის პროექტის შესახებ კარგად იცის, სიმონეს გუნდის სიტუაცია კარგად იცის და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ერთად მუშაობა მოგვიწევს.

„ჩვენ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეკონომიკური მოგება გვჭირდება, მაგრამ პარალელურად გვსურს, რომ გუნდმა ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგოს, ჩემპიონთა ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინოს და ოთხეულში შესვლა უპრობლემოდ მოახერხოს.

„სკუდეტოს მოგება მარტივი არ იქნება, რადგან ამისთვის ყველა სეზონის სტარტზე 5-6 გუნდი იბრძვის.“