Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგმა ინტერის სატრანსფერო სტრატეგია გადაწყვიტა

იტალიური მედიის ინფორმაციით, სტივენ ჟანგმა ინტერის სატრანსფერო სტრატეგია დაგეგმა და მის შესათანხმებლად დღეს ანტონიო კონტეს შეხვდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუშინ მთელი ღამე ჟანგი და ბეპე მაროტა ნერაძურის შემდეგ ნაბიჯებს გეგმავდნენ. წყაროს ინფორმაციით, ნერაძური ზაფხულში ტრანსფერებზე ბევრი ფულის დახარჯვას ვერ მოახერხებს, თუმცა გუნდი არც ლიდერების გაყიდვებს არ აპირებს და შემადგენლობას მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები დატოვებენ, რომლებიც კონტეს გეგმებში არ შედიან და მიღებული თანხით მაროტა შემადგენლობის გაძლიერებას ეცდება.

გათიშვა