Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟანგმა ინტერის შესაძლო გაყიდვის შესახებ კომენტარი გააკეთა

ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერის ახლანდელი მფლობელები ფინანსური კრიზისის გამო გუნდის გაყიდვას აპირებდნენ.

ნერაძურის პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ეს ინფორმაცია ნერაძურის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ის გუნდისთვის ახალი სპონსორების მოძიებას ცდილობს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ გუნდის გაყიდვას განვიხილავთ, რაც კატეგორიული სიცრუეა. Suning-ი და გუნდის ხელმძღვანელობა ინტერის გაძლიერებისთვის დაუღალავად მუშაობს და გარწმუნებთ, რომ მისი გაყიდვის შესახებ საუბარი არასოდეს გვქონია.“