Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგმა კანტეს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

Il Giornale-ს ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელობამ სტივენ ჟანგის მეთაურობით ნ’გოლო კანტეს ნერაძურიში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

წყაროს ინფორმაციით, ჟანგმა ბეპე მაროტას სრული თავისუფლება მისცა, რომ ფეხბურთელები გაყიდოს და კანტეს შესაძენი ფული მოაგროვოს.

ივან პერიშიჩი, რაჯა ნაინგოლანი, მარსელო ბროზოვიჩი, კრისტიან ერიქსენი, ჯოაო მარიო, მატიას ვესინო და მილან შკრინიარი წამსვლელების სიაშია და ინტერს კანტეს სანაცვლოდ მოთხოვნილი 55-60 მილიონი ევროს გამოსამუშავებლად 1 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა.