Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟანგმა შესაძლოა ინტერი გაყიდოს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჟანგის ოჯახმა Rothschild Bank-ს ახალი მეწილეების პოვნა დაავალა და არც ის არის გამორიცხული, რომ ინტერმა მფლობელები სრულიად შეიცვალოს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ კომპანიებს საზღვარგარეთულ გუნდებში ინვესტიციის ჩადება შეუზღუდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხელ-ფეხი მინიმუმ ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეკრულია და გუნდს ტრანსფერებისთვის ფული ფაქტობრივად არ აქვს.

ერთადერთი გამოსავალი ნერაძურისთვის ფეხბურთელების გაყიდვაა. მათ რაჯა ნაინგოლანი კალიარიში ოფიციალურად გაანათხოვრეს, თუმცა ამ ტრანსფერმა გუნდს არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოუტანა და ერთადერთი, ვისი გაყიდვის იმედიც კონტეს აქვს, კრისტიან ერიქსენია.