Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჟერვინიო ინტერის მთავარი სამიზნე იქნება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ინტერის ხელმძღვანელობას იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერებას სთხოვს და იმედი აქვს, რომ აუსილიო-მაროტას დუეტი პარმას ფეხბურთელის, ჟერვინიოს გაფორმებას მოახერხებს.

33 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ჯერ კიდევ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურდა, თუმცა გუნდებმა ფეხბურთელის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერის ანდრეა პინამონტი მოლოდინებს ვერ ამართლებს, ნერაძური მზარ არის პარმას ჟერვინიოს სანაცვლოდ ახალგაზრდა პინამონტი დაუთმოს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი ფეხბურთელის ყიდვას იანვარში არ აპირებს და მისი იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.