Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟესუსი-დიბალას ბარტერი კვლავ აქტუალურია

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და სიტი პაულო დიბალას და გაბრიელ ჟესუსის ბარტერს სერიოზულად განიხილავენ.

Calcio24-ის ჟურნალისტის გრაციანო კამპის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი სერხიო აგუერის შემცვლელს ეძებს და დიბალა მათთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება, ჟესუსის აგენტმა კი იუვენტუსის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.

ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 60-65 მილიონად არის შეფასებული და ამ გაცვლის შემთხვევაში, არც ერთ მხარეს თანხის დამატება არ მოუწევს.