ჟესუსი ინტერში გადასვლის წინააღმდეგი არ არის?

ნერაძური ლაუტარო მარტინესის პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით,წინა პლანზე მანჩესტერ სიტის შემტევმა – გაბრიელ ჟესუსმა გადმოიწია.

პეპ გუარდიოლასა და ფეხბურთელს შორის იდეალური ურთიერთობა არ სუბევს და მანჩესტერელები მზად არიან,რომ ფეხბურთელი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმონ.ჟესუსმა მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა,სადაც 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა,თუმცა გუარდიოლას პირველი არჩევანი შეტევაში მაინც სერხიო აგუეროა.

ამ ფაქტს ისიც ემატება,რომ მანჩესტერ სიტი მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში უეფას ფეარ-პლეის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს,რაც ჟესუსის წასვლაზე ჭორებს უფრო ამძაფრებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.