Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟესუსი იუვენტუსს იჯარით შეუერთდება ?

გაბრიელ ჟესუსის სახელს იუვენტუსს კვლავ აქტიურად უკავშირებენ და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, ბიანკონერი ბრაზილიელ შემტევს იჯარის წესით დაიმატებს, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

წყაროს ცნობით, ყველაფერი კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც სავარაუდოდ თავისი გეგმების შესახებ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისაუბრებს, სიტი კი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე, მისი გამოსყიდვის ვალდებულებით თანახმაა და ბიანკონერის ფეხბურთელის საფასურის გადახდა რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეეძლება.